რუსთავის სპორტის სასახლეში, სუპერლიგის II ტურის ფარგლებში, "რუსთავსა“ და "ქუთაისი 2010“-ს შორის დაპირისპირება ქუთაისელების გამარჯვებით დასრულდა.

დაძაბულ შეხვედრაში უპირატესობა მთლიანად ქუთაისელებმა მოიპოვეს - გუნდი ერთ მომენტში 14 ქულითაც დაწინაურდა და საბოლოოდ მატჩი ანგარიშით 81:67 მოიგო.

შემდეგი შეხვედრა "ქუთაისი 2010“-ს 22 ოქტომბერს ელოდება, როცა გუნდი ბერძნულ კლუბ „Peristeri“-ს FIBA Europe Cup-ის ფარგლებში დაუპირისპირდება.