ბათუმში ევროპის ქალთა ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწია წარმოშობით სამტრედიელმა მოჭადრაკემ მერი არაბიძემ, რომელმაც მსოფლიოს თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

მან ტურნირზე გამართული 11 პარტიიდან 7,5 ქულა დააგროვა და დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, შეჯიბრება მე-9 ადგილზე დაასრულა.

მერი არაბიძე ტურნირის განმავლობაში ლიდერთა სამეულში იმყოფებოდა. მან ჩემპიონატის მსვლელობისას ტურნირის მომავალი გამარჯვებულიც დაამარცხა.