ჰონკონგში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა სანდრო ბაზაძემ ხმლით ფარიკაობის 1/16-ფინალში გერმანელი ფილიპ მეტნერი 15:11 დაამარცხა და 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა.
მერვედფინალში ბაზაძის მეტოქე რუმინელ ვლად კოვალიუსა და იაპონელ მაო კაკუბოს შორის გამარჯვებული იქნება.