ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა, სადაც ქართველი ხმლით მოფარიკავე და მსოფლიოს ჩემპიონი სანდრო ბაზაძე 225 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა.
მეორე პოზიციაზე ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისეა, რომელმაც 206 ქულა მოაგროვა. სამეულში მესამე ადგილზე მისი თანამემამულე 25 წლის სებასტიან პატრისე გავიდა, რომელსაც 169 ქულა აქვს.
2025-2026 სეზონის მიხედვით, ბაზაძემ ლიდერობა კიდევ ერთხელ დაიბრუნა.