ეროვნულ ლიგაში მეორე ნახევარი ორი მატჩით დაიწყო.

მე-19 ტურში ქუთაისის "ტორპედომ“ "რამაზ შენგელია – არენაზე" თბილისის "სპაერს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 0:0.

აღსანიშნავია, რომ დირკ შუსტერის გუნდმა ზედიზედ 4 შეხვედრა ვერ მოიგო.

გორის „დილამ“ გათამაშების ლიდერი „რუსთავი“ დამაჯერებლად დაამარცხა – 3:0.

მე-19 ტურის დარჩენილი სამი მატჩი 23-24 ივლისს გაიმართება.