იმერეთის მუნიციპალიტეტების მიხედვით, მოსახლეობის კლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი წყალტუბოში დაფიქსირდა.
2014 წელთან შედარებით აქ მოსახლეობა 15.1%-ით შემცირდა, ტყიბულში 14.9 %-ით, ხარაგაულში 13.7-ით, ვანში კი 13.5 %-ით.
ეს არის მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2026 წლის 22 ივნისს გამოაქვეყნა.