პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის და აშკარად საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ამიტომ მადლობა შენ ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის!  - ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს.

"ბორია მოდი აქ!

შენს საყვარელ ბრაზილიაში, ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა მისმა შემცვლელმა პრეზიდენტმა ბოლსონარომ ციხეში ჩასვა საკმაოდ საეჭვო ბრალდებებით. ლულამ ვადაზე ადრე დააღწია თავი პატიმრობას და საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა ბოლსონარო. ამის შემდეგ ბოლსონარო გამოაცხადეს კრიმინალად, დააპატიმრეს აშკარად გამოგონილი ბრალდებებით.

ხოდა ახლა ბრაზილიაში იმართება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც კენჭს იყრის ბოლსონაროს შვილი ფლავიო, რომლის მთავარი დაპირებაა, რომ ციხიდან გამოუშვებს საკუთარ მამას და ის დიდი უპირატესობით ამარცხებს ლულას.

ხოდა მორალი ამ ისტორიის შემდეგშია: პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის და აშკარად საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ამიტომ მადლობა შენ ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის!" - წერს სააკაშვილი.