ქუთაისის #2 პენიტენციურ დაწესებულებასთან პატიმარ გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება.
მოქალაქეები ქუთაისის ციხესთან 8 ოქტომბერს, 13:00 საათზე შეიკრიბებიან.
გიორგი კვიცარიძე 2025 წლის 31 დეკემბერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გიორგი კვიცარიძე ის IT სპეციალისტია, რომელმაც პოლიციის შიდა მიმოწერის სისტემაში შეაღწია და პოლიციაში მოქალაქეების სასტიკი ცემის კადრები საჯაროზე გამოიტანა.