ქუთაისში საარჩევნო უბნებზე 49 652 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო ამომრჩევლების 32.48%-ია.
ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილი ავრცელებს.
ქუთაისში ჯამში 77 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, აქედან ერთი, სპეცუბანი ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში იყო.
ქალაქში 152 939 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
მსხვილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი არჩევნებში არ მონაწილეობდა, ისინი ამბობდნენ, რომ ეს არა არჩევნები, არამედ რუსული სპეცოპერაციაა.
რაც შეეხება იმერეთს, რეგიონში 400-ზე მეტი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.