შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. უწყებას სულხან თამაზაშვილი უხელმძღვანელებს.
ის ცოტა ხნის წინ აღნიშნულ თანამდებობაზე ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
სულხან თამაზაშვილმა გეკა გელაძე შეცვალა, რომელიც სუსის უფროსის თანამდებობას დაიკავებს.
თამაზაშვილს სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის 2018-2021 წლებში იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის პოზიციას იკავებდა, რის შემდეგაც საქმიანობა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე გააგრძელა.
შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნამდე, სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე მუშაობდა.