ქუთაისის მთავარ ბაზარში მოვაჭრეები მძიმე ვითარებაზე ჩივიან. მათი თქმით, ფასების ზრდამ მომხმარებელი მკვეთრად შეამცირა.
თვითდასაქმებულები "ინფო იმერეთთან“ ამბობენ, რომ პროდუქტი იმდენად გაძვირდა, ხალხს ყიდვის საშუალება აღარ აქვს.
მოვაჭრეების განმარტებით, თუ ადრე მომხმარებელი კილოგრამობით ყიდულობდა ხილ-ბოსტნეულს, ახლა მას ცალობით ყიდულობს.
"ქუთაისის ბაზარი ასეთი ცარიელი არცერთ წელს არ ყოფილა. თუ შემოვა ვინმე, ორ ცალ კარტოფილს და ერთ ხახვს ყიდულობს. ფასები გასამმაგებულია“, - ამბობენ ბაზარში.
მოვაჭრეები უკმაყოფილოები არიან, რადგან კლიენტების სიმცირის გამო მათი შემოსავალიც მკვეთრად შემცირდა.