"საქსტატის“ ბოლო მონაცემები ქუთაისის მოსახლეობის შესახებ საგანგაშო ტენდენციას აჩვენებს. ბოლო 15 წლის განმავლობაში იმერეთის მთავარი ქალაქის მოსახლეობა მკვეთრად შემცირდა.
"ინფო იმერეთი“ დემოგრაფიულ დინამიკას გაეცნო, საიდანაც ირკვევა, რომ თუ 2010 წელს ქუთაისში დაახლოებით 149 000 ადამიანი ცხოვრობდა, 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ეს რიცხვი 123 000-მდეა დასული.
კლების დინამიკა ციფრებში:
2010 წელი: 148 800 მცხოვრები
2015 წელი: 147 400 მცხოვრები
2020 წელი: 135 200 მცხოვრები
2025 წელი: 123 000 მცხოვრები
სტატისტიკოსები და ექსპერტები მოსახლეობის კლებას რამდენიმე ძირითად ფაქტორს უკავშირებენ: სამუშაო ადგილებისა და უკეთესი პირობების ძიებაში მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლა. მოსახლეობის გადინება დედაქალაქში.
შობადობის შემცირება: ბოლო წლებში რეგიონში შობადობის მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება გარდაცვალების რაოდენობას.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დაზუსტებული მონაცემები, რომლებსაც „საქსტატი“ 2026 წლის ივნისში გამოაქვეყნებს, კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს მძიმე მიგრაციულ სურათს.