"ჯერ 8 აგვისტოს ომი მიაწერეს, ამჯერად - 2008 წლის ომი. რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალს რომ არ დაარქმევდნენ, იმთავითვე ცხადი იყო... ესეც შეიცვლება! დიდება გმირებს!“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი წერს და ფოტოს აქვეყნებს.
6 აპრილს ადგილობრივმა სამოქალაქო აქტივისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მემორიალს 8 აგვისტოს მემორიალი დაარქვეს, რასაც საზოგადოებაში პროტესტი მოყვა.