ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის კობა გაბუნიას ადვოკატი გოჩა კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ყოფილ მაღალჩინოსანს ხელბორკილები ქუთაისში დაადეს.

მისივე თქმით, გაბუნიას სახლიდან ფული არ ამოუღიათ, ამოიღეს მხოლოდ ტელეფონები.

"როგორც გამოძიება მეუბნება კი, დღეს იქნება ბრალის წარდგენა, მაგრამ დამიკავშირდებიან. მასალები რომ უნდა გადმომცენ აი, ამის შემდეგ რაღაც გარკვეული წარმოდგენა მექნება, გაცნობას ვერ მოვასწრებ, მრავალტომიანი საქმე. თვითონ გაოგნებულია. როგორც მეუბნება, რასაც მედავებიან, არ შედიოდა ეგ ყველაფერი ჩემს საქმიანობაშიო და ვიღაცის ნათქვამის საფუძველზე ხომ არ შეიძლება პასუხისგებაში მისცე ადამიანი თუ არ გაქვს სხვა მტკიცებულებები. ბრიფინგზე რაც თქვეს, იმას გეუბნებით.

რა ქარსელაძის წინააღმდეგ ჩვენება კი არა თვითონ არ გამოუკითხიათ.  გააჟღერეს საერთოდ ამ საქმესთან დაკავშირებით. გაწერილია ავანსები დაუსაბუთებლად და არ მოხმარდა კერძოს, იმ საკითხს. ეს არის ბრიფინგიდან რაც გავიგეთ, მაგრამ საქმის მასალებით კონკრეტულად რას ედავებიან, ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია. ქუთაისში დააკავეს, როგორც გავიგე", - განაცხადა გოჩა კვირიკაშვილმა "ტვ პირველთან".

ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. დაკავებულს 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხების თაღლითურად დაუფლება ედება ბრალად.