კომპანია B.P. TRANS- ის მფლობელსა და ვანის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატს, ძებნაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს პროკურორის წერილის საფუძველზე პასპორტი გაუუქმდა, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა განაცხადა.
"ეს პასპორტი მიმალვისთვის იყო განკუთვნილი და არა სასამართლოში გამოცხადებისთვის. სწორედ ამას შეუშალა მას საქმის მწარმოებელმა ორგანომ ხელი. ბიჭიკო პაიკიძეს შეუძლია მიმართოს მათ შორის, საელჩოს და მას ხელს შეუწყობენ საქართველოში დაბრუნებაში", - განაცხადა ხუნაშვილმა.
ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებას არ სურს ის საქართველოში იყოს და ყველა კითხვას პასუხი გასცეს.
"დიახ, მან ერთ-ერთ ქვეყანაში პასპორტი დაკარგა, ის საქართველოში იუსტიციის სახლს ელექტრონულად დაუკავშირდა, რათა ახალი პასპორტი აეღო, მან კანონით დადგენილი ყველა გზა გაიარა, როცა აღნიშნული პასპორტი მასთან მის მეუღლეს მიჰქონდა, ის საზღვარზე არ გაუშვეს და ეს პასპორტი ბატონი ბექა ხუნაშვილის [პროკურორი] წერილით გაუქმებულია. ნებისმიერი ქვეყანა ვალდებულია მის მოქალაქეზე იზრუნოს, რა ტიპის დამნაშავეც არ უნდა იყოს ის. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ადამიანს საფრთხის ქვეშ აყენებენ. დიახ, ბრალდებას არ სურს ის აქ იყოს და ყველა კითხვას პასუხი გასცეს“, - განაცხადა ჭკადუამ.
დღევანდელ სხდომაზე ბიჭიკო პაიკიძის კომპანიის დირექტორმა ვალერიან კვარაცხელიამ. მას ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და დიდი ოდენობის თანხის მითვისებაში დახმარებაში ედება ბრალი.