ბრენდული ბენზინგასამართი სადგურების დიდ ნაწილში საწვავის ფასი ისევ გაიზარდა.
ბოლო 4 დღის განმავლობაში მატება კიდევ 5-დან 15 თეთრამდეა. შედეგად, 9 მარტიდან დღემდე საწვავი 32-დან 90 თეთრამდე გაძვირდა.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები შეფერხდა. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი, სწორედ, ჰორმუზის სრუტით ხორციელდებოდა. აშშ-ისრაელს და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ კი, სრუტეში გადაადგილება თითქმის შეჩერდა, რაც გავლენას ახდენდა „შავი ოქროს“ გლობალურ ფასებზე.