ქუთაისელი და ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტების ნოდო სიხარულიძის და როსტომ ზარანდიას უპრეცედენტო პერფორმანსი - საქართველოში, ანაკლიასთან ახლოს 380-მეტრიანი წარწერა, Megobari act გამოჩნდა.
ეს არის ქართველი ხალხის გზავნილი შეერთებული შტატებისთვის.
სამოქალაქო აქტივისტების მიერ შექმნილი 380 მეტრი სიგრძის წარწერის მიზანია შეახსენოს ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოსთვის Megobari act-ის მნიშვნელობა, რომელიც სენატში კენჭისყრას ელოდება.

ცნობისთვის, Megobari act კონგრესმენ ჯო უილსონის მიერაა მომზადებული.
"380 მეტრი სიგრძის გეოგლიფია. წარმოუდგენლად დიდი ფიზიკური შრომა სჭირდება ამ ყველაფერს. ადგილის პოვნა, ხელით აზომვა, თოკების გაჭიმვა, მიწის დამუშავება. თან ეს ყველაფერი ტექნიკის გარეშე და მხოლოდ ორი ადამიანის შრომით.
პირველ და მეორე დღეს ბარით კეთდებოდა ეს ყველაფერი. როსტო იმდენად დაიღალა, ფეხები ეკეცებოდა. რამე საშუალება არ არსებობს, შრომა რომ შეგიმსუბუქდეს-მეთქი ვკითხე ერთხელ... მერე რაც მოხდა იმას სხვა დროს მოგიყვებით, ახლა ამ ფოტოებით დატკბით", - წერს აქტივისტი.