მარიამ (თამარ) ძაძამიას სიცოცხლის გადასარჩენად საზოგადოების დახმარება სჭირდება.

მას მილიონში ერთ უიშვიათესი დაავადება - პორფირია დაუდგინდა. ახალგაზრდა ქალი უკვე ერთი თვეა, რეანიმაციაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული და მისი მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია. არსებობს საფრთხე, რომ გული ნებისმიერ წამს გაუჩერდეს.

სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელი მედიკამენტი საქართველოში არ იშოვება და მისი საზღვარგარეთიდან შემოტანა კოლოსალურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ოჯახმა ფინანსური რესურსი სრულად ამოწურა და ახლა მხოლოდ საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს, რათა 2 შვილის დედამ სიცოცხლის შანსი შეინარჩუნოს.

თანხის დარიცხვა მსურველებს შეუძლიათ საბანკო ანგარიშებზე: თბს ბანკი (TBS Bank): GE96TB7224845068100045

საქართველოს ბანკი (Bank of Georgia): GE71BG0000000611244062; მიმღები: მიმოზა ჯულაყიძე (დედა)