სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში მეორეული ტანსაცმლის იმპორტმა 41.6 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო შეძენილი საქონლის მოცულობამ 10 690 ტონა შეადგინა. 2024 წლის იგივე პერიოდში, აღნიშნული მაჩვენებლები 36.7 მილიონ დოლარსა და 10 498 ტონას უდრიდა. შედეგად, დაფიქსირდა 13.3%-იანი ზრდა იმპორტის ღირებულებით და მსუბუქი, 1.8%-იანი ზრდა მოცულობით. ეს მონაცემები კი მიუთითებს, რომ მეორეული ტანსაცმლის პროდუქტები გასულ წელთან შედარებით გაძვირდა.

საქართველოსთვის მთავარი იმპორტის წყარო კვლავ თურქეთია – 2025 წელს საქართველომ ამ ბაზრიდან $17.7 მილიონი ღირებულების 4 226 ტონა ტანსაცმელი შეიძინა.

საქართველოსთვის მეორეული ტანსაცმლის სხვა ძირითადი მომწოდებლები არიან (2025/11თვე):

აშშ – $6.1 მლნ, 448 ტონა;
ნიდერლანდები – $3.7 მლნ, 479 ტონა;
გაერთიანებული სამეფო – $2.8 მლნ, 1 148 ტონა;
არაბთა გაერთიანებული საამიროები – $2.2 მლნ, 888 ტონა;
პაკისტანი – $1.4 მლნ, 1 138 ტონა;
ბელგია – $1.1 მლნ, 378 ტონა;
პოლონეთი – $1 მლნ, 414 ტონა;
იტალია – $867 ათასი, 279 ტონა;
ომანი – $772 ათასი, 60 ტონა.