ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე "რონიკოს" მაღაზია გაძარცვეს.
"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, მოპარულია ძვირად ღირებული საათები.
ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ობიექტზე შეღწევა მინის ჩამტვრევის შედეგად მოახერხეს.
"ინფო იმერეთს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. დაკავებული ჯერჯერობით არავინ არის.
ზარალის ოდენობა არ დროისთვის უცნობია.