ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლაში პროტესტი გრძელდება.
გათავისუფლებული მასწავლებლის ნატალია თურქაძის სადამრიგებლო, მე-5 ა კლასი, უკვე რამდენიმე დღეა, საგაკვეთილო პროცესს არ ესწრება.
მოსწავლეები და მშობლები აცხადებენ, რომ ვიდრე უკანონოდ გათავისუფლებულ მასწავლებელს დირექტორი სკოლაში არ აღადგენს, ისინი გაკვეთილებზე არ შევლენ.
პარალელურად დირექტორს კოლეგის უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებს სკოლის კოლექტივი. 61 მასწავლებელი განცხადებას აწერს ხელს და ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელს მაია ცქიტიშვილს უგზავნის, სადაც აღნიშნავენ, რომ დირექტორმა ეკატერინე დოლიძემ, უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.