ნიკოლოზ სანიშვილი - ქართველი რეჟისორი და სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1964).
დაიბადა 1902 წლის 24 დეკემბერს ქუთაისში. დაამთავრა ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი. 1921–1924 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრო–მექანიკურ ფაკულტეტზე, 1923 წელს სწავლობდა სახალხო განათლების კომისარიატთან არსებულ კინომსახიბოთა სკოლაში.
1931 წელს დამოუკიდებლად გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ნავთობის ხუთწლედის ბოლშევიკები“. 1932 წელს გადაიღო ფილმი „უდაბნო“. 1960 წელს სლოვაკ კინემატოგრაფისტებთან ერთად გადაიღო ფილმი - „შეწყვეტილი სიმღერა“.
ასევე, დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "უდაბნო" (1932), "დავით გურამიშვილი" (1946), "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან" (1954), "თოჯინები იცინიან" (1962), "ხევისბერი გოჩა" (1964), "განგაში" (1968), "ჩარი რამა" (1972), "მევლუდი" (1985) და სხვ.;
სცენარის ავტორია ფილმების: "უდაბნო" (1932), "დავით გურამიშვილი" (1946), "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან" (1954), "შეწყვეტილი სიმღერა" (1960), "ხევისბერი გოჩა" (1964), "განგაში" (1968), "ჩარი რამა" (1972), "მევლუდი" (1985) და სხვ.;
გადაღებულია ფილმებში: "წარსულის საშინელებანი" (1925), "მთის კანონი" (დოლგათი-ისმაილის მეგობარი, 1927), "უკანასკნელ საათს" (1929) და სხვ.
ნიკოლოზ სანიშვილი გარდაიცვალა 1995 წლის 26 ოქტომბერს, 92 წლის ასაკში.