მერაბ დვალიშვილი ჭიდაობის ამერიკული ორგანიზაციის, RAF-ის ეგიდით UFC-ს ყოფილ ჩემპიონს, ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსან ჰენრი სეჰუდოს შეხვდება.
სეჰუდოსა და დვალიშვილის ჭიდაობის შეხვედრა 18 აპრილს RAF08-ის ფარგლებში შედგება და დღის მთავარი ღონისძიება იქნება.
RAF თავისუფალი სტილით ჭიდაობის ამერიკული ორგანიზაციაა, სადაც რამდენიმე ქართველი მოჭიდავე ასპარეზობს.
ქართველი მებრძოლი ამერიკელს UFC-ში ერთხელ უკვე შეხვდა და 2024 წლის თებერვალში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.