BPN სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2025 წლის აგვისტოს მონაცემებით, სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში საარსებო შემწეობას 278 628 ბავშვი იღებს (0-დან 18 წლის ჩათვლით), ამ ასაკობრივ ჯგუფში სულ 880 633 ადამიანია რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ყოველი მე-3 ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.

ასევე, 2025 წლის სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველოში სოციალურად დაუცველთა ბაზაში 379 957 ბავშვი ირიცხება.

"სიღარიბე კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა ქვეყანაში, რაც, თავის მხრივ, ადამიანის ყველა უფლების რეალიზაციაზე ახდენს უარყოფით გავლენას და კიდევ უფრო ამძიმებს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას", - წერია სახალხო დამცველის ანგარიშში