41 წლის ასაკში ყოფილი თავდამსხმელი ჯაბა დვალი გარდაიცვალა.

"უდიდესი გულისტკივილით უნდა გაცნობოთ, რომ გარდაიცვალა წარსულში ჩვენი კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელი და ეროვნული ნაკრების წევრი, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გენერალური დირექტორი ჯაბა დვალი", - წერს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი".

როგორც ირკვევა, ვეტერანმა სპორტსმენმა ერთი კვირის წინ ინფარქტი და გულის გაჩერება გადაიტანა, რის შემდეგაც მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვეღარ მოხერხდა.