ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media
ავთანდილ სახამბერიძე
მსახიობი

ავთანდილ სახამბერიძე - როცა გიყვარს შენი საქმე, ყველა სირთულეს ადვილად გადალახავ

"პროფესია" - ეს იმერეთის ახალი ამბების სააგენტო "ინფო იმერეთის“ რუბრიკაა.

ტექსტის ზომა

პროფესია - ეს იმერეთის ახალი ამბების სააგენტო "ინფო იმერეთის“ რუბრიკაა. ყოველ კვირას გახსენებთ იმერეთში მცხოვრებ პროფესიონალებს - ადამიანებს, რომლებიც თავიანთი შრომით, პროფესიონალიზმით და საქმის მიმართ სიყვარულით ქმნიან იმერეთის ისტორიას, თითოეული თავის სფეროში.

რუბრიკის მორიგი სტუმარია ღირსეული ადამიანი და მსახიობი, რომელსაც ქუთაისის თეატრალური საზოგადოება დიდ სიყვარულსა და მადლიერებას უგზავნის - როგორც სცენის ოსტატსა და თეატრისადმი თავდადებულ ღვაწლმოსილ მსახიობს.

სახელი, გვარი:

ავთანდილ სახამბერიძე

პროფესია:

მსახიობი, რეჟისორი

სამუშაო ადგილი:

მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი

- რა არის ყველაზე რთული ან ყველაზე სასიამოვნო მომენტი თქვენს საქმეში?

- როცა გიყვარს შენი საქმე, ყველა სირთულეს ადვილად გადალახავ და ეს პროცესი თვითონაც სასიამოვნოა.
ავთანდილ სახამბერიძე

- როგორ ფიქრობთ, თქვენს პროფესიაში რა თვისებაა ყველაზე მნიშვნელოვანი?

- ყველაზე მნიშვნელოვანი არის თავდაუზოგავი შრომა, ფანტაზია, წიგნიერება და სიყვარული. ამ ყველაფერთან ერთად, უდიდეს როლს ასრულებს პასუხისმგებლობაც.
ავთანდილ სახამბერიძე

- რა გიყვართ ქუთაისში/იმერეთში თქვენი საქმის კეთებაში?

- ქუთაისი ჩემი მშობლიური ქალაქია. სიყვარული აქაურ ადამიანებს, მეგობრებს, ჩემს მაყურებელს. მომწონს ქალაქის ატმოსფერო და ადგილმდებარეობაც, სხვაგან ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

კარიერის გზა

სხვა პერსონები