ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

"აბსოლუტური იზოლაციისკენ მიდის კაციჭამია ივანიშვილი! უკიდურესი ეკონომიკური კოლაფსია მოსალოდნელი!"

დღის სიახლეები
03 დღის წინ
ტექსტის ზომა

პატიმრობაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს და გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის  მინსკში დაგეგმილ ორმხრივ შეხვედრას ეხმაურება.

"მოძალადე ქმარი, რომელიც სახის ძვლებს ულეწავს ცოლს, ერთადერთ შემთხვევაში იკავებს თავს თუ ქალი დაიხმარს კანონს, სამართალს, მეზობლებს, ახლობლებს, ნათესავებს… ასეთ დროს მოძალადე თავს ხრის და ერთი სული აქვს დაიმარტოხელოს მსხვერპლი…

ჰოდა, აგერ რუსებთან, მარტო წაბოდიალდა და ვინ? ვიღაც უსახელო და უგვარო… თან სად?! ფაქტობრივად მტრის მოედანზე! მე შენ გეტყვი ახლა ეს ვიღაც “ტიპი” კრამიტებს დაამტვრევს! ერთი რომ შეუღრინონ… ბევრი რომ არ გავაგრძელო მოგახსენებთ ჩემს აზრს

რუსებთან, მტერთან 1-1ზე მინდა გამოვეხმაურო “მინსკში ღალატს”

ქვეყანა იხურება, აბსოლუტური იზოლაციისკენ მიდის კაციჭამია ივანიშვილი! უკიდურესი ეკონომიკური კოლაფსია მოსალოდნელი! 5 ლარიანი საწვავი სანატრელი გახდება! 1$-ის ღირებულება 4 ლარს გადააჭარბებს, ყველა საერთაშორისო სისტემიდან მოხდება საქართველოს ამორიცხვა, ლარის კუპონიზაცია 3-4-ჯერ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება, ჩაიკეტება ევროპა ჩვენი მოქალაქეებისთვის! საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით უკიდურესად დამძიმდება “ბიზნესის” რეალობა და ცხადია, ასეთ დროს უკვე აკრძალული უნდა იყოს ოპოზიცია! ასევე, ამ დროში უნდა აიკრძალოს ტელევიზიები! ფეისბუქი, იუთუბი და სხვა სოციალური პლატფორმების კრიმინალიზება მოხდება და განსხვავებული აზრი საბოტაჟის მუხლით დაისჯება!

მოკლედ ეს “აპოკალიფსი” ელის ჩვენს სამშობლოს! “კაი ახლა ამეტებს, ან რეებს წერს სისულელეა” - ამასაც ნახავთ, თუ მხოლოდ კლავიატურის და პულტის იმედად ვიქნებით! შემდეგ მისი დინასტიის თაყვანისცემას მოითხოვენ! ასე ჩმორულად თუ ვიქნებით, არც არაფერი დაუშლის! გაგატყავებენ და მომკითხავი არ გეყოლებათ! პარტიების შემდეგ აიკრძალება ყველანაირი კრიტიკა, განსხვავებული აზრი!

და ბოლოს გავხდებით რუსეთის ჩეჩნეთი", - წერს ხაბეიშვილი.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
0

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

4

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

3

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

0

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი