ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

ბაღდათში, ნერგეეთის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა - მეწყერმა 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ბაღდათი
07 თებ 2026
ტექსტის ზომა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში დატრიალებული ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა. 2024 წლის 7 თებერვალს, მოულოდნელად მიწის მასა მოწყდა. მეწყერს რამდენიმე წამში შეეწირა ოთხი ოჯახი.

დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. მხოლოდ ერთ ოჯახში, ღამით ჩამოწოლილმა მიწის ტონობით მასამ - სამი ბავშვი და მათი მამა მოკლა. მაშველებმა რვა დაღუპული მალევე იპოვეს, ერთი კი - მოგვიანებით.

დაზიანდა საავტომობილო გზა, გაზისა და წყლის მილები, ელექტროგადამცემი ხაზი. სტიქიას წინ 2-დღიანი უხვი ნალექი უძღოდა, ტრაგედიას კი გეოლოგთა დასკვნა, სადაც გარკვევით წერია რომ ნერგეეთი და მიმდებარე სხვა სოფლები მეწყერსაშიშია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მეწყერის საერთო ფართობი 4.45 ჰექტარი იყო. გადაადგილებული მეწყრული მასის მოცულობა კი საშუალოდ 150 000 - 160 000 მ3. გარემოს დაცვის სააგენტომ 2021 წელს ბაღდათში სულ 14 დასახლებული პუნქტი შეამოწმა, მათ შორის სოფელი ნერგეეთიც. შედეგად მომზადდა ყოველწლიური გეოგრაფიული ბიულეტენი, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ მომდევნო წელს მეწყრული პროცესების განვითარება მოსალოდნელი იყო სოფელ ნერგეეთში, დიმში, პირველ და მეორე ობჩაში, წითელხევში, ზეგანში, ფერსათსა და შუბანში.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

3

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

2

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი