ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

"წყალტუბოს ბევრ სოფელში ინფრასტრუქტურული გამოწვევები და საზოგადოებრივი სერვისების ნაკლებობაა" 

წყალტუბო
08 ნოე 2026
ტექსტის ზომა

წყალტუბოს განვითარების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ დღესდღეობით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არაერთი გამოწვევაა.

როგორც თეონა ქობულაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის გამოწვევაა როგორც არასათანადო ინფრასტრუქტურა, ასევე საზოგადოებრივი სერვისების ნაკლებობა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს ინტერნეტთან წვდომაც არ აქვს, ასევე ადგილზე არაა მუნიციპალური ტრანსპორტი.

“წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია, 42 სოფელია და გეოგრაფიულად საკმაოდ რთული მდებარეობა აქვს. რიგ შემთხვევაში, სოფლების უმრავლესობას უფრო უკეთესი წვდომა აქვს, მაგალითად, ჩვენს მეზობელ დიდ ქალაქთან, ქუთაისთან, ვიდრე, ვიდრე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ცენტრთან.

“წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია, 42 სოფელია და გეოგრაფიულად საკმაოდ რთული მდებარეობა აქვს. რიგ შემთხვევაში, სოფლების უმრავლესობას უფრო უკეთესი წვდომა აქვს, მაგალითად, ჩვენს მეზობელ დიდ ქალაქთან, ქუთაისთან, ვიდრე, ვიდრე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ცენტრთან.

მაღალმთიან და გარშემო სოფლებში არსებობს გარკვეული ინფრასტრუქტურული გამოწვევებიც, ასევე კომუნიკაციების გამოწვევები. ჩვენს მუნიციპალიტეტში 11 მაღალმთიანი სოფელია, მათ არ აქვთ ოპტიკურ ინტერნეტთან წვდომა, ასევე არ გვაქვს მუნიციპალური ტრანსპორტი. მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სოფლისთვის სხვა საყოფაცხოვრებო სერვისებიც შეზღუდულია.

ეს ალბათ, გეოგრაფიული მდებარეობიდანაც გამომდინარეობს, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის მოცულობაც გარკვეულ გამოწვევებს ქმნის, რომ ეს ინფრასტრუქტურული პრობლემები სწრაფად გადაიჭრას. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთ გამოწვევად შეიძლება დავასახელოთ ინფრასტრუქტურის და კომუნიკაციების, საზოგადოებრივი სერვისის ნაკლებობა ზოგიერთ სოფელში.

გარდა ამისა, ტურისტებთან მიმართებაში გამოწვევაა გასართობი, დასასვენებელი, შემეცნებითი სერვისების არარსებობა თუნდაც ქალაქში. რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტი თავის მხრივ გარკვეულ სერვისებს ქმნის, მაგრამ ეს არ არის იმდენად საინტერესო, როდესაც მიგრაციაზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების შენარჩუნება და ახალგაზრდებისთვის არ არის საინტერესო ცხოვრება ჩვენს მუნიციპალიტეტში”, - განაცხადა თეონა ქობულაძემ.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

3

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

2

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი