ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

ჭიათურის თეატრის მსახიობი მეზობელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ჭიათურა
12 მაი 2026
ტექსტის ზომა

ჭიათურის თეატრის მსახიობი ლელა ვაჩნაძე კარის მეზობელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს - ფაქტი 3 კვირის წინ ვაზისუბნის დასახლებაში მოხდა.

ქალი ირწმუნება, რომ კედლის მეზობელი, რომელიც ასევე ოჯახის ნათელმირონია, სახლში აჰყვა და მასზე ძალადობა განახორციელა - კერძოდ მსახიობის მტკიცებით, კაცმა მას ძალით აკოცა, რის შემდეგადაც სკამიდან გადმოვარდა და გაითიშა. ქალის თქმით, დაზიანებული აქვს კუდუსუნის ძვალი.

მისი თქმით, ამ დროს სახლში მის ორ ვაჟს, ქმარს და 80 წლის მამას ეძინა.

ქალის მიერ ძალადობაში დადანაშაულებულ მამაკაცი პოლიციამ უკვე გამოკითხა.

"ერთად ამოვედით მე და ჩემი შვილი ღამით და შემოგვყვა სახლში. ახლო ოჯახები ვიყავით, ნათელმირონობა გვაკავშირებდა და არ გამიგდია. ვუთხარი, ნიკო ძალიან დაღლილი ვარ, დილიდან გამგეობაში ვიყავი, აქ ეს ჩხუბები, სახლში 4 კაცს ვუვლი და აღარ შემიძლია, უნდა დავწვე-თქო. მაგიდასთან ვიჯექი, დამავლო ხელი სკამიანად, მიმიჩოჩა, მებდღვნა ტუჩებში, კინაღამ გამგუდა. რა გითხრათ, კოცნას გააჩნია, ეს იყო არანორმალურის კოცნა, კინაღამ დავიხრჩვე. კარგა ხანს გრძელდებოდა, მარტო ფეხებს ვაფართხალებდი. ხმას ვერ ვიღებდი. როგორც კი დამთავრდა ეს პროცესი, არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა, შეძლება შეეშინდა - არ გავგუდოო, მეთქი ნიკო რას აკეთებ, ახლავე წადი სახლში-თქო და ხომ გავიწიე და მეორედ მომიზიდა რესკად, სკამიანად მიზიდავდა და როგორც ჩანს სკამი ხელიდან გაუცურდა, იატაკზე აღმოვჩნდი და კუდუსუნის ძვალით დავვარდი.

მერე გავითიშე, 5 წუთი და რამდენი ზუსტად არ ვიცი, გათიშული ვეგდე იატაკზე და ღმერთო მიშველეს იძახოდა. 10 წუთის მერე გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი, ასეთი ტკივილი ცხოვრებაში არ მქონია, შეეცადა ჩემს წამოყენებას, ნელა-ნელა წამომაყენა, მადლობა ღმერთს რომ გადარჩიო, მე მეგონა მოკვდიო, ასე მოკვდა ჩემი მეზობელიო", - ამბობს ქალი "ტვ პირველთან".
გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

3

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

2

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი