ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

"დოკუმენტზე ხელი არ მომიწერია" - ადვოკატი ივანე ლომიძე მოსამართლე მანანა ნიკაჭაძეს ხელმოწერის სავარაუდო გაყალბებაში ადანაშაულებს

კრიმინალი და სამართალი
513 ოქტ 2026
ტექსტის ზომა

ქუთაისელი ადვოკატი ივანე ლომიძე მოსამართლე მანანა ნიკაჭაძეს სავარაუდო სამსახურებრივ სიყალბესა და ხელმოწერის გაყალბებაში ადანაშაულებს.

უფლებადამცველის განცხადებით, საქმეზე, რომელიც 2022 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს, პროცესები ხელოვნურად გაჭიანურდა, დაცვის მხარეს შეეზღუდა სიტყვით გამოსვლისა და მტკიცებულებების წარდგენის უფლება, საბოლოოდ კი უკანონო გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

"მაჩვენა ფურცელი თანაშემწემ, ვითომ მე მაქვს ხელი მოწერილი. სინამდვილეში, მე ამ დოკუმენტზე ხელი არ მომიწერია. უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ გააყალბა"

ადვოკატის თქმით, საქმის მასალებში ფიგურირებს დოკუმენტი, რომელზეც სავარაუდოდ, მისი ხელმოწერაა გაყალბებული. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაცვის მხარე გენერალურ პროკურატურასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს.

"ეჭვი მაქვს, რომ მან გააყალბა ჩემი ხელმოწერა, სადაც მაჩვენა ფურცელი თანაშემწემ, ვითომ მე მაქვს ხელი მოწერილი. სინამდვილეში, მე ამ დოკუმენტზე ხელი არ მომიწერია. უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ გააყალბა. ამიტომ ვამზადებთ განცხადებას გენერალური პროკურატურის სახელზე, რათა დაიწყოს გამოძიება სამსახურებრივი სიყალბის მუხლით. ასევე მივმართავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ დაინტერესდეს ამ პიროვნებით", - ამბობს ადვოკატი "ინფო იმერეთთან" საუბრისას.

"ინფო იმერეთი“ მზადაა, სურვილის შემთხვევაში, საპასუხო კომენტარი გაავრცელოს.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

3

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

2

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი