ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

"ძალიან დიდი ცოდვის ქვეყნად აქციეს საქართველო, ამათი გაგდება გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას"

პოლიტიკა
010 ნოე 2026
ტექსტის ზომა

ამათი გაგდების შემდეგ შევქმნათ მედიცინის ბოროტად გამოყენების შემსწავლელი კომისია და შევთავაზოთ სანდრას მისი გაძღოლა და ის ჰოლანდიური სიზუსტით და წესიერებით ყველაფერში უცებ გაერკვევა, მაგრამ უკვე ახლა საჭიროა ყველა ფაქტის შეკრება და გამომზეურება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ძალიან დიდი ცოდვის ქვეყნად აქციეს საქართველო.

"იმის პარალელურად როცა სანდრა პირველად საქართველოში ხსნიდა უფასო სკრინინგ ცენტრებს, ასიათასობით ქართველ ქალს ეხმარებოდა კიბოსგან დაცვაში და სიკვდილისგან იხსნიდა მათ. ეხმარებოდა მიუსაფრებს და ასევე ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებს (ეს მისი ჰოლანდიური დონორების მიერ დაფინანსებული ცენტრი ქოცებმა ორი წლის წინ დახურეს) ქოცები და რუსები ტირაჟირებენ მთელს მსოფლიოში და რაც მთავარია საქართველოში, რომ ეს ყველაფერი ტყუილია და შირმაა და სინამდვილეში სანდრა პატიმრებს ორგანოებს აჭრის და ამ ორგანოებით ვაჭრობს.

ხოდა, უკვე ხომ გავაცნობიერეთ, რომ როგორც წესი, ივანიშვილი და მისი ბანდა, რასაც სხვას აბრალებს იმას აკეთებს ხოლმე. ახლა ირკვევა, რომ კი აუწყვიათ მათ მიერვე გაღატაკებული ადამიანებისგან ორგანოების ყიდვის და ამ ორგანოებით ვაჭრობის საერთაშორისო ბიზნესი. ჯერ საქართველო აქციეს სუროგატული დედების საერთაშორისო ცენტრად და ახლა ეს.

ძალიან დიდი ცოდვის ქვეყნად აქციეს საქართველო, ამათი გაგდება გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამათი გაგდების შემდეგ შევქმნათ მედიცინის ბოროტად გამოყენების შემსწავლელი კომისია და შევთავაზოთ სანდრას მისი გაძღოლა და ის ჰოლანდიური სიზუსტით და წესიერებით ყველაფერში უცებ გაერკვევა, მაგრამ უკვე ახლა საჭიროა ყველა ფაქტის შეკრება და გამომზეურება. მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვინც ფლობს ფაქტებს, დაუკავშირდით ჟურნალისტებს. დიდი მადლობა ჟურნალისტებს, ვინც ამას აკეთებს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

3

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

2

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი