ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

"ერთადერთი, რაც ივანიშვილს ძალით ავაშენებინეთ, იყო საჩხერის სამხედრო ნაწილის შენობა და ამაზე სულ წუწუნებდა"

პოლიტიკა
230 ოქტ 2026
ტექსტის ზომა

აბსოლუტური სიცრუეა, თითქოს ივანიშვილი ჩემს დროს ხელფასს უხდიდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს და ა.შ., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

"უფრო მეტსაც გეტყვით, ჩემთან ერთ-ერთი შეხვედრისას ისიც კი მითხრა, რად გინდათ ამხელა ხელფასი პატრულისთვის, ისიც საკმარისია, რომ მოწმობა და იარაღი მიეცით და დანარჩენს თვითონაც იშოვიანო. ტიპიური რუსი ოლიგარქის ლოგიკა და მაშინ ამაზე დავცინე.

ერთადერთი, რაც ძალით ავაშენებინეთ, იყო საჩხერის სამხედრო ნაწილის შენობა, რომელიც შეუდარებლად პატარა იყო, ჩვენს მიერ ბიუჯეტით აშენებულ, გორის და სენაკის უზარმაზარი სამხედრო ნაწილების ფონზე და ამაზე სულ წუწუნებდა. დანარჩენი არცერთი თეთრი არ დაუხარჯია არც ხელფასებში, არც ეკიპირებაში, არც შენობაში.

ჩვენ კი ვხარჯავდით იმ ფულს, რომელიც ბიუჯეტში გაჩნდა იმის გამო, რომ ერგნეთის შავი ხვრელი დავგმანეთ და მთავრობა აღარ იპარავდა. თორემ რაც ივანიშვილი მოვიდა ჯარს და პოლიციას არცერთი ახალი შენობა არა დამატებია და აი, ფული კი უზარმაზარი რაოდენობით მოტეხა ივანიშვილის ბანდამ.

მე უფრო ის მიკვირს, რომ 2012 წლიდან 14 წლის შემდეგაც ასე ურცხვად აგრძელებენ ტყუილების ფრქვევას და ძალიან უცნაური იქნება, თუკი ამას, ვინმე დაიჯერებს", - წერს სააკაშვილი.
გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

3

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

2

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი