ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პარტიის რიგები დატოვა

დღის სიახლეები
119 ოქტ 2026
ტექსტის ზომა

პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალეკო ახალაძემ პარტიის რიგები დატოვა.

გადაწყვეტილების შესახებ მან სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

ახალაძის თქმით, მისი ნაბიჯის მთავარი მიზეზი პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან „მოჩვენებითი ოპოზიციონერობა“ და ხელისუფლების მიმართ მორჩილება გახდა.

"ჩემთვის მიუღებელია პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მესვეურთა მხრიდან ხელისუფლების სხვადასხვა შტოებთან მორჩილი პოლიტიკური რევერანსები და მოჩვენებითი ოპოზიციონერობა! შეურაცხმყოფელია გავლენიანი, თუმცა ოროსანი პარლამენტარების საამებლად მათი მითითებების შესრულება და, შესაბამისად, პარტიის წევრებში მართალი სიტყვის ჩახშობის მცდელობები და ღირსების შემლახველი მოთხოვნები, რაც მრავალჯერ შემეხო პირადად და რასაც, ცხადია, ვაპროტესტებდი, მაგრამ, სამწუხაროდ  უშედეგოდ.

დღეს კი, ყველაფერ ზემოთ ნათქვამთან ერთად, იმის გამო, რომ პარტია თავად არ ინტერესდება რა, მოსახლეობის უმწვავესი შიგა პრობლემებით და მეტიც - მეც კატეგორიულად მომთხოვეს, აღნიშნულ პრობლემებზე სოცქსელებში აქტივობის შეჩერება, იძულებული ვარ, მივიღო შემდეგი გადაწყვეტილება - ვტოვებ, როგორც პარტიულ თანამდებობას, ასევე პარტიას!... სულ კარგად ბრძანდებოდეთ!“, - წერს ახალაძე.
გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

3

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

2

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი