ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

ESPN-მა მერაბ დვალიშვილი წლის საუკეთესო მამაკაც მებრძოლად დაასახელა

ვანი
023 დეკ 2025
ტექსტის ზომა

ტელეკომპანია ESPN-მა, რომელიც 2025 წლის ჩათვლით ორგანიზაცია UFC-ს ოფიციალური პარტნიორი იყო, გასული წელი შეაჯამა და წლის საუკეთესო მამაკაც მებრძოლად სუპერმსუბუქი დივიზიონის (61კგ) ყოფილი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი დაასახელა.

"შესაძლოა, ვიდავოთ კიდეც, მერაბ დვალიშვილმა ზედმეტი ხომ არ აიღო საკუთარ თავზე, მაგრამ ეს ვერ შეცვლის მთავარს – ყოფილ ჩემპიონს მართლაც გამორჩეული წელი ჰქონდა. დვალიშვილმა 2025 წელი უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლით გახსნა, სადაც მეტოქეს აშკარად აჯობა და საღამოს საუკეთესო ჩხუბის ბონუსიც მიიღო. ამის შემდეგ შონ ო’მალის შეხვდა და ვადამდელი გამარჯვება გაიფორმა. ამას მოჰყვა კორი სენდჰეგენთან ნამდვილი „მასტერკლასი“ UFC 320-ზე.

რაც შეეხება პიოტრ იანთან მარცხს, უცნობია, მიზეზი მერაბის გადაღლა იყო თუ იანის მხრიდან შეცვლილი ტაქტიკა, თუმცა დვალიშვილის გამბედაობა აღნიშვნის ღირსია – მან ერთ წელიწადში ოთხი ბრძოლა ჩაატარა და ეს იმ ეპოქაში, როცა ჩემპიონები წელიწადში ორჯერაც იშვიათად ჩხუბობენ – სწორედ ეს გამოარჩევს მას სხვებისგან“, – წერს ESPN.

მერაბ დვალიშვილმა UFC-ს საჩემპიონო ქამარი 2024 წლის სექტემბერში მოიპოვა და შემდეგ სამჯერ დაიცვა. 7 დეკემბერს მან ის პიოტრ იანთან ბრძოლაში დათმო.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

3

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

1

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი