ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

“გელათის ამ მდგომარეობამდე მიმყვანი დამნაშავეები სხვის მსაჯულებად გვევლინებიან”

კულტურა
115 აპრ 2025
ტექსტის ზომა

5 წლის მანძილზე რასაც ყვებით, ყველაფერს ჯერ XVI საუკუნეში ამოშენებული მოხატული სარკმელის გარღვევა და ახლა უკვე ჯვრის მოხსნა აჯამებს, – ამის შესახებ “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ახლა, გელათის ამ მდგომარეობამდე მიმყვანი დამნაშავეები სხვის მსაჯულებად გვევლინებიან.

“ემოციურად უმძიმესი სანახაობაა უჯვროდ დარჩენილი, კრამიტებმორღვეული მთავარი ტაძარი. ვერც ფოტოს შეხვდებით და ვერც კაცს, ვისაც ასეთი გელათი აქვს ნანახი. აქ ჯვარი არც კრამიტის მოწყობის დროს მოხსნილა, არც ბოლშევიკების დროს.. 5 წლის მანძილზე რასაც ყვებით, ყველაფერს ჯერ XVI საუკუნეში ამოშენებული მოხატული სარკმელის გარღვევა და ახლა უკვე ჯვრის მოხსნა აჯამებს.

კი, კონსტრუქციებმა მოითხოვა, მაგრამ პროექტის ისე შედგენაც შეიძლებოდა ამას რომ არიდებოდნენ. თანაც, ახლა ამას “რეაბილიტაციით გამოწვეულ აუცილებლობას” ისეთები არქმევენ, ვინც გასულ წლებში ან დუმდნენ, ან პროპაგანდას ახმოვანებდნენ ხელოვნური აჟიოტაჟიაო.. ბიძინას ბიჭებმა ხომ რეაბილიტაცია 2020-ში შემოგვასაღეს დასრულებულად და შემდეგი წლები თავს იყრუებდნენ.. საინტერესოა, ასეთები რას გულისხმობენ მიმდინარე რეაბილიტაციაში..

ახლა, გელათის ამ მდგომარეობამდე მიმყვანი დამნაშავეები სხვის მსაჯულებად გვევლინებიან. სამუშაოებს საპატრიარქო კურირებს. ჯვარი ბზობას მოხსნეს. დღეს რა შეუშლიდათ ხელს? თუმცა, ალბათ ამწე დღესაც ისე მოისპობოდა, როგორც გუშინ, არასწორი დატვირთვის გამო..” – წერს ბარათაშვილი.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

3

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

1

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი