ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძარში მოზაიკის კონსერვაციის პროგრამის მორიგი ფაზა დაიწყო

კულტურა
07 ნოე 2025
ტექსტის ზომა

გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძარში მოზაიკის კონსერვაციის პროგრამის მორიგი ფაზა დაიწყო. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სამუშაო მისიით იმყოფებიან მოზაიკის კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი რობერტო ნარდი და რომის არქეოლოგიური ცენტრის გუნდი.

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება: პირველ ფაზაში მიმდინარეობს პრევენციული კონსერვაცია, რომლის შემდეგაც შემუშავდება სრული საკონსერვაციო პროექტი. სამუშაოების დასრულება 2026 წლის აპრილისთვისაა დაგეგმილი.

პარალელურად, გრძელდება ტაძრის კედლის მხატვრობის კონსერვაციაც, რომელსაც სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე ხელმძღვანელობენ.

გელათის რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს საპატრიარქო ხელმძღვანელობს, სახელმწიფოს მხარდაჭერით.

გელათის მთავარი ტაძარი მე-5 ზამთარს მძიმე პირობებში ხვდება. სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას და საპატრიარქოს გელათთან მიმართებაში უმოქმედობაში, კორუფციასა და გულგრილობაში ადანაშაულებს.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

3

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

1

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი