ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს

პოლიტიკა
012 სექ 2026
ტექსტის ზომა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა.

"ამ პროკურატურას ერთხელაც არ მონდომებია, რომ რაღაცა გაერკვია, როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირები, დღევანდელი პრემიერ-მინისტრი და რუსი დიქტატორი ლაპარაკობენ - საქართველომ დაიწყო ომიო.

ეს ადამიანები ლაპარაკობენ, რომ თურმე ჩვენ ბოდიში გვაქვს მოსახდელი, ბოდიშს დამნაშავეები იხდიან, ჩვენ ვართ დამნაშავეები ჩვენი მტრების წინააღმდეგ? ჩვენი დანაშაული ის არის რომ ვიბრძოდით და სამშობლოს ვიცავდით?

ეს სიტყვა - ვხრეტდით, იწვევს ასოციაციას და არ უნდა მეთქვა. მაგრამ არანაირად არ მითქვამს ის აზრი, რომლის მოწერასაც ცდილობენ. თუ ვინმე პროპაგანდის მსხვერპლი გახდა, ბოდიშს ვუხდი. ვინც ამ პროპაგანდას წამოეგო, ვინც არ ნახა ჩემი ინტერვიუ", - განაცხადა ბარამიძემ სასამართლო პროცესზე.

პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე 11 სექტემბერს დააკავა. ბრალდება 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წინასასამართლო სხდომა 3 ნოემბერს გაიმართება.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

4

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

2

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი