თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში გიორგობის დღესასწაული განსაკუთრებით აღნიშნეს.
სოფელში მდებარეობს წმინდა გიორგის უძველესი სალოცავი. გოგნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია VII-VIII საუკუნეების არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს. გადმოცემის თანახმად, მას კარუგდებელსაც უწოდებენ, რადგან ტაძარს კარი არ უჩერდებოდა.
ამ დღეს გოგნის კარუგდებელს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ათასობით მომლოცველი სტუმრობს. მომლოცველებს ადგილზე შესაწირად შინაური ფრინველები და ცხოველები მიჰყავთ.
გოგნის უძველესი სალოცავი მცირე მოცულობისაა, ამიტომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ტაძარი შენდება, რომლის სიმაღლე 52 მეტრს შეადგენს.
გიორგობას ქართველი ხალხი წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისი წმინდანის დაბადების დღედ ითვლება, 23 ნოემბერი კი მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.












კომენტარი