ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

იმერეთის 3 პოლიციელი მოქალაქეების ცემის საქმეზე 6-6 წლით დააპატიმრეს

დღის სიახლეები
04 დღის წინ
ტექსტის ზომა

მოქალაქეების ცემის საქმეზე ბრალდებულ იმერეთში მცხოვრებ  პოლიციელებს - ირაკლი კაციტაძეს, ბექა კუხალაშვილს და მიხეილ ჯინჭარაძეს თავისუფლების  6-6 წლით აღკვეთა მიესაჯათ. მსჯავრდებულებს ასევე არ ექნებათ 2-2 წლით საჯარო სამსახურებში დასაქმების უფლება.

გადაწყვეტილება მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა გუშინ, 17 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიიღო.

საქმე ეხება 2022 წელს ქობულეთის პოლიციის შენობაში მოქალაქეების ცემის ფაქტს - ძალადობის დამადასტურებელი ვიდეო კადრები 2026 წლის 13 ივნისს „ნოდარ მელაძის შაბათმა გაასაჯაროვა“.

აღსანიშნავია, რომ 32 წლის გიორგი კვიცარიძეს IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის შიდა მიმოწერის სისტემაში შეაღწია და პოლიციაში მოქალაქეების სასტიკი ცემის კადრები საჯაროზე გამოიტანა, 17-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ოფიციალურად ბრალი მას ნარკოდანაშაულში ჰქონდა წარდგენილი, თუმცა ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ კვიცარიძეს ნარკოტიკი ჩაუდეს, სწორედ იმის გამო, რომ მან პოლიცია ამხილა.

TV პირველმა პოლიციის განყოფილებაში გადაღებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, პოლიციელები ხალხის წამების კადრებს საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო ვინც მათ ეს ჩათი გაუტეხა და სისტემის მხილებისთვის ფაილები გადმოწერა, დააკავეს. კადრების გავრცელებიდან მალევე განცხადება გაავრცელა შსს-მ, რომლის თანახმადაც ძალადობა 2022 წლის ზაფხულში აჭარის რეგიონში მოხდა, მასში მონაწილეობდნენ ქობულეთში მივლინებით მყოფი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. მათივე თქმით, დანაშაული 2026 წლის თებერვალში გამოვლინდა და აღნიშნული პირები 23 თებერვალს დააკავეს.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
0

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

4

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

3

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

1

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი