ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

"ინფო იმერეთის" საახალწლო ნომინაციები

იმერეთი
231 დეკ 2025
ტექსტის ზომა

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო "ინფო იმერეთმა“ შეაჯამა იმერეთის რეგიონის მთავარი მოვლენები - წარმატებები და მარცხები, მიღწევები და იმედგაცრუებები, ხმაურიანი პროტესტები, შეუსრულებელი დაპირებები და ის პრობლემები, რომლებიც კვლავ გადაუჭრელი რჩება.

ეს არის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესების სუბიექტური, მაგრამ რეალობაზე დაფუძნებული შეფასება - ადამიანების, მოვლენებისა და გადაწყვეტილებების ჭრილში.

2025 წლის ნომინაციები "ინფო იმერეთის" მიხედვით:

წლის იმედგაცრუება - ქუთაისის ბულვარის რეაბილიტაცია

წლის დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტი — ქუთაისის ოპერის თეატრი

წლის პროტესტი — უწყვეტი პროევროპული აქციები ქუთაისში

წლის ქუთაისელი სპორტსმენი — სანდრო ბაზაძე

წლის პროტესტი — ჭიათურაში მაღაროელების უწყვეტი აქცია

წლის პრობლემა — ქუთაისში ასეულობით ოჯახი კვლავ საკანალიზაციო ქსელის გარეშე ცხოვრობს

წლის გარემოსდაცვითი საკითხი — ქუთაისში დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერი

წლის დაუფასებელი საქმე — ქუთაისელი მეეზოვეები

წლის გამოწვევა — იმერეთის სოფლებში ტრანსპორტის არარსებობა

წლის ოცნება — იმერეთის სოფლებში სასმელი წყლის უზრუნველყოფა

წლის გადაწყვეტილება — საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „ნატოსა და ევროკავშირის ცენტრის“ დახურვის შემდეგ, მარიკა ვაჭარაძის მიერ ამავე სახელწოდების ორგანიზაციის დაფუძნება.

წლის ბოიკოტი — ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილება ადგილობრივ არჩევნებში არმონაწილეობის შესახებ

წლის სპექტაკლი — „სარდაფი“

წლის გაწელილი რეაბილიტაცია — ქუთაისი, კოსტავას ქუჩა

წლის დუმილი - იმერეთის გუბერნატორი ლევან ზალკალიანი

წლის გაუქმებული ტრიბუნა - ქუთაისის მერიის ტრიბუნა, სადაც მიმდინარე წელს მედიისთვის არც ერთი ბრიფინგი არ ჩატარებულა

წლის მოუგვარებელი საკითხი - ქუთაისში ღამის საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა

წლის კადრების წმენდა - გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავების, მეგობრებისა და ნაცნობების გათავისუფლება იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის მერიებიდან

წლის სოციალური ინიციატივა - საზოგადოების ჩართულობით „ინფო იმერეთის“ საქველმოქმედო პროექტი „გავულამაზოთ ერთი დღე მოხუცებს“

წლის სპორტული მოვლენა - სანდრო ბაზაძე საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ხმლით მოფარიკავეა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

წლის პასიურობა - ქუთაისში არსებული ოპოზიციური სპექტრი

წლის ხმა - თორნიკე ბარათაშვილი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არსებული პრობლემების გაჟღერებისთვის

წლის (და არამარტო) დაპირება - ქუთაისის რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია

წლის არასამთავრობო ორგანიზაცია - ფონდი „სოხუმი“, „თაობათა დიალოგი“

ადგილობრივი ხელისუფლებისთვის წლის სიურპრიზი — 29 დეკემბერს თოვლის მოსვლა

წლის სოლიდარობის აქცია - მედიის მხარდამჭერი "სინათლის მარში" ქუთაისში

წლის აქტიური ემიგრანტები - ნატო დანელია და გოგი წულაია

წლის სურვილი - ქუთაისი ისევ გახდება საპარლამენტო ქალაქი

წლის ღონისძიება - "მდგრადი ბიზნესი და პროფესიის ლიდერები“ - "ინფო იმერეთის" ღონისძიება, სადაც 30-მდე კომპანია და ადამიანი დაჯილდოვდა.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

4

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

2

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი