ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

ირაკლი კობახიძე - ძალიან ზოგადად შეეხო ბიძინა ივანიშვილი განვითარებულ პროცესებს და თავისი საკუთარი შეფასება გააკეთა

დღის სიახლეები
217 ოქტ 2026
ტექსტის ზომა

გუნდის ყოფილი წევრები როდესაც სასჯელს იხდიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს არის გულსატკენი და ეს გულისტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართული სხდომების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების მოსმენა.

"იცით, პროცესები რაც იყო, არიან ადამიანები, რომლებიც არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების მოსმენა. ამაზე იყო საუბარი. ჩვენთვის, ყველასთვის, მათ შორის, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია, რაც მოხდა, როცა ასე ვითარდება პროცესები. გუნდის ყოფილი წევრები როდესაც სასჯელს იხდიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს არის გულსატკენი და ეს გულისტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც. სამწუხაროა, რაც მოხდა, ეს იყო გუნდისთვის ერთგვარი დარტყმა. ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოშვების ან შესაძლო შეწყალების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ კობახიძემ აღნიშნა, რომ სხდომაზე ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა.

"ძალიან ზოგადად შეეხო ბიძინა ივანიშვილი განვითარებულ პროცესებს და თავისი საკუთარი შეფასება გააკეთა ამ პროცესებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კობახიძემ.
გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

3

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

2

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი