ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

"კატასტროფული მდგომარეობაა" - ვანის მოსახლეობა გადათხრილ გზებსა და მიტოვებულ სამუშაოებზე საუბრობს და პრობლემით დაინტერესებას ითხოვს

დღის სიახლეები
04 დღის წინ
ტექსტის ზომა

ვანში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოების გამო, რომელიც ორი წელია, მიმდინარეობს, ფეხით თუ ავტომობილით გადაადგილება გართულებულია.

ადგილობრივების თქმით, დაზიანებულია როგორც საავტომობილო გზები, ასევე ტროტუარებიც.

როგორც მოქალაქეები "ინფო იმერეთთან" აცხადებენ, ამ დრომდე უცნობია, როდის დასრულდება სამუშაოები.

"მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა თითქმის 2 წელი, დაწყებიდან დღემდე არც ერთი დაწყებული საქმე დასრულებული არ არის და მიტოვებულია. წარმოუდგენელი მდგომარეობაა გზებზე, შეუძლებელი ხდება ფეხით თუ მანქანით გადაადგილება. დაზიანებულია როგორც საავტომობილო გზა, ასევე ტროტუარებიც. არავინ იძლევა პასუხს თუ როდის დასრულდება, კომპანია, რომელიც სამუშაოებს ასრულებს, 3-ჯერ შეიცვალა.

განსაკუთრებული ყურადღება მინდა მიაქციოთ გ.ტაბიძის ქუჩას, სადაც 70-80-ტონიანი მანქანები მოძრაობს - რიონის სანაპიროდან გამოაქვთ ქვა-ღორღი და სილის მასალა, რამაც სერიოზულად დააზიანა გზის ის მონაკვეთი, სადაც ეს მანქანები მოძრაობენ", - აცხადებენ ადგილობრივები "ინფო იმერეთთან".

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
0

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

4

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

3

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

0

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი