ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა

საზოგადოება
017 მარ 2026
ტექსტის ზომა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.

პატრიარქი კუჭიდან ძლიერი სისხლდენის გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში 17 მარტს, გვიან ღამით გადაიყვანეს. 93 წლის პატრიარქი ამ დრომდე რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 1933 წლის 4 იანვარს ქალაქ ვლადიკავკაზში დაიბადა.

მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტესშობის დღეს ქართულ ტაძარში მონათლეს და ყრმას ერეკლე II-ს პატივსაცემად ირაკლი უწოდეს.

1952 წელს ირაკლი შიოლაშვილმა ვლადიკავკაზის 22-ე სკოლა დაამთავრა და მოსკოვის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, შემდეგ კი სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში განაგრძო.

1957 წელს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ირაკლი შიოლაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა და სახელად წმინდა ილია წინასწარმეტყველის პატივსაცემად ილია ეწოდა. მალე იგი იეროდიაკვნად იქნა ხელდასხმული, ხოლო 1959 წელს კი – მღვდელ-მონაზვნად.

მღვდელ-მონაზონმა ილიამ 1960 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემია დაამთავრა. მას სთხოვეს, სამეცნიერო მოღვაწეობა გაეგრძელებინა, მაგრამ სასულიერო კადრების სიმცირის გამო ილია სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად დაინიშნა. ერთგული მოღვაწეობისათვის იგი 1961 წელს იღუმენის, შემდეგ კი არქიმანდრიტის ხარისხში იქნა აღყვანილი, ხოლო 1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის მიერ შემოქმედის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული და კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად დაინიშნა.

1963-დან 1972 წლამდე იგი მცხეთის სასულიერო სემინარიის – იმ დროისათვის ერთადერთი სასულიერო სასწავლებლის პირველი რექტორი იყო. 1967 წელს ეპისკოპოსი ილია აფხაზეთის ეპარქიაში იქნა გადაყვანილი, 1969 წელს კი მიტროპოლიტის ხარისხში იქნა აღყვანილი.

1977 წლის 9 ნოემბერს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით V გარდაცვალების შემდეგ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ილია პატრიარქის მოსაყდრედ დადგინდა, ხოლო 1977 წლის 23 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად იქნა არჩეული. იმავე წლის 25 დეკემბერს მისი ინტრონიზაცია მოხდა. პატრიარქს სახელი ილია II მიეკუთვნა.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

4

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

2

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი