ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

ხარაგაულის დამეწყრილი სოფლები დღეს

ხარაგაული
06 მაი 2026
ტექსტის ზომა

ხარაგაულის სოფლებში ღვერკსა და ხემაღალში მეწყრული პროცესები დაახლოებით ერთი წლის წინ გააქტიურდა. 2025 წლის მაისში მეწყერი დაახლოებით 68 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული გეოლოგიური კომპანიის დასკვნით, აღნიშნული მეწყერი საქართველოში დაფიქსირებულ ყველაზე მასშტაბურ პროცესებს შორის შედის და საერთაშორისო კლასიფიკაციით "ძალიან ღრმა“, "ძალიან მძლავრი“ და "ექსტრემალურად დიდი“ კატეგორიების ფარგლებში ხვდება.

მეწყერის შედეგად დაზარალებულ 112 ოჯახს სახელმწიფო კომპენსაციას გადაუხდის. დოკუმენტის მიხედვით, კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა ოჯახს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი:

50 000 ლარი გადაეცემა იმ ოჯახებს, რომელთაც საკუთრებაში რეგისტრირებული სხვა საცხოვრებელი არ აქვთ; 30 000 ლარი განესაზღვრებათ იმ პირებს, რომელთაც ჰქონდათ ან აქვთ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და იგი 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ გაასხვისეს.

იგივე წესი ვრცელდება იმ შემთხვევაზეც, თუ დაზიანებული სახლის მესაკუთრე ამ თარიღისთვის ფლობდა სხვა საცხოვრებელს და მოგვიანებით გაყიდა დაზიანებულ სახლში არსებული წილი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული კომპენსაცია არ გახდება სოციალური სტატუსის გადამოწმების საფუძველი და ოჯახებს არ დაეკისრებათ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის თანხის მიღების შესახებ შეტყობინების ვალდებულება.

სოფლებში მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ შეთავაზებული თანხა რეალურ ზარალს ვერ ფარავს და ამბობს, რომ ბევრი ოჯახი კომპენსაციის მიღებას არ აპირებს.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

3

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

1

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი