ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

ხარაგაულის სოფლებში მეწყრული პროცესების შედეგად საცხოვრებელი სახლები ნგრევას განაგრძობს

ხარაგაული
022 ნოე 2025
ტექსტის ზომა

ხარაგაულის სოფლებში, ხემაღალსა და ღვერკში ადგილობრივების საცხოვრებელი სახლები ნგრევას განაგრძობს. დამეწყრილ სოფლებში მეწყრული პროცესები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

მეწყრული პროცესები ხარაგაულის სოფლებში უკვე რამდენიმე თვეა, გააქტიურდა, რამაც სახლების და გზების დანგრევა და დაზიანება გამოიწვია. სახნავ-სათესი მიწებზე კი რამდენიმე მეტრიანი ნაპრალებია გაჩენილი.

გეოლოგების დასკვნით, აქტიური მეწყრული ზონა სოფელ ხემაღალისა და სოფელ ღვერკის ტერიტორიის დასახლებულ და დაუსახლებელ უბნებს მოიცავს - ჯამში 68 ჰექტარზე ოდნავ მეტს და სრულდება მდინარე ყარნების კალაპოტთან ახლოს.

მეწყრის სიგანე 240 მეტრიდან 1070 მეტრამდე იცვლება და საშუალოდ სიგანე 680 მეტრია.

გეოლოგების შეფასებით, მეწყრის არეალში მოქცეული ინფრასტრუქტურის უმეტესი ნაწილი დაზიანებულია - დანგრეული და დაშლილია. საავტომობილო გზები ზოგიერთ უბანზე დეფორმირებულია - ამ გზებზე ავტომობილით მოძრაობა შეუძლებელია.

მეწყერში მოქცეულია 121 შენობა, მათგან ზოგიერთი საცხოვრებელი სახლი თუ სხვა შენობა მთლიანად არის დანგრეული, დიდი ნაწილი კი ძლიერ დეფორმირებულია.

სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, ვენახები და ხილის ბაღები დამეწყრილია და ყველგან ნაპრალებია. ხეები ხმება. სოფლები მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

3

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

2

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი