ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

“ხელფასი 50 ლარით მომემატა, ქალბატონო მინისტრო, ვინ მოგცათ უფლება დამცინოთ?! მე აღარ მინდა მერქვას მსახიობი”

კულტურა
025 ივლ 2025
ტექსტის ზომა

კულტურის სამინისტრომ მსახიობებს ხელფასები მოუმატა. როგორც მსახიობები აცხადებენ, კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ თავად გადაწყვიტა, რომელ მსახიობს რამდენით გაეზრდებოდა ხელფასი.

ფაქტს ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე ევა ხუტუნაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი ხელფასი 50 ლარით გაიზარდა, რაც შეურაცხმყოფელია.

“იმდენად შეურაცხყოფილი ვარ, რომ აღარც თეატრი მინდა და არც მისი სამინისტრო. დღეს ხელფასი ჩამერიცხა, ვიცოდი რომ, რაღაც თანხა უნდა მოგვმატებოდა. ბედნიერება… მომემატა 50 ლარი. თურმე ვის რამდენი პროცენტი, კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტა. ქალბატონო მინისტრო, ჩვენზეც ამბობენ ნიჭიერებას, თქვენს რეგალიებზე მეტი მაქვს. (სახელმწიფო პრემია და ვარსკვლავი) სხვა კიდევ სახელობითები. ვინ მოგცათ უფლება დამცინოთ. თქვენ რა იცით, ვინ რისი გამკეთებელია. მე აღარ მინდა მერქვას მსახიობი”, – წერს სოციალურ ქსელში მესხიშვილის თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე ევა ხუტუნაშვილი.

2009 წელს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის შენობის წინ ევა ხუტუნაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

3

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

2

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი