ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

ქუთაისელი მოსწავლე სანდრო მურღულია ჯონ ლოკის ინსტიტუტის საერთაშორისო ესეების კონკურსის ფინალისტებს შორის დასახელდა

განათლება
08 ოქტ 2026
ტექსტის ზომა

ქუთაისის №1 (გოქაძის) სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე სანდრო მურღულია ჯონ ლოკის ინსტიტუტის საერთაშორისო ესეების კონკურსში ჟიურიმ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაშრომის ავტორად დაასახელა.

კონკურსში წელს მსოფლიოს 183 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. სანდრო მურღულიამ 100 000-მდე საერთაშორისო მოსწავლეს შორის განსაკუთრებით გამოიჩინა თავი და საუკეთესოთა შორის მოხვდა.

მისმა ესემ საერთაშორისო კომისიაზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, რის შემდეგაც ის პერსონალურ, კომპლექსურ ინგლისურენოვან გასაუბრება-დებატებზე მიიწვიეს, რომლის მიზანიც ნაშრომის ავთენტურობის დადასტურება და უცხოელ ექსპერტებთან მისი დეტალური განხილვა იყო.

ამ უპრეცედენტო წარმატების შედეგად, სანდრო მურღულია 3 ოქტომბერს ლონდონში გამართულ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე მიიწვიეს, სადაც მისი ნაშრომი ოფიციალურად შევიდა საუკეთესო ესეების მოკლე სიაში.

ამ წარმატების წყალობით, სანდრო მურღულიამ ჯონ ლოკის ინსტიტუტის საზაფხულო სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად დაფინანსება მიიღო.

წლევანდელ დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველოდან საუკეთესოდ მხოლოდ სანდრო მურღულიას ესე აღიარეს.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

3

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

1

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი