ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

sinatle media

ქუთაისში ორმა ინსტანციამ მამაკაცს პატიმრობა მიუსაჯა, წლების შემდეგ კი გაირკვა, რომ ის დამნაშავე არ ყოფილა

კრიმინალი და სამართალი
021 მაი 2026
ტექსტის ზომა

გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულ გრიგოლ ვარდოსანიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

"გრიგოლ ვარდოსანიძეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ერთი პირის სიცოცხლის მოსპობა.

გრიგოლ ვარდოსანიძე 2009 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით იქნა დაკავებული და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით თავისუფლების 6 წლით აღკვეთა მიესაჯა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის თანახმად განახევრდა და საბოლოოდ თავისუფლების 3 წლით აღკვეთა განესაზღვრა. ასევე 2 წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვა მართვის უფლება, მასვე საქართველოს სსსკ 41-ე და 42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის განაჩენით უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის განაჩენი.

საქმეზე ჩატარებული ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიებით დადგენილი და დაკითხული იქნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზები, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები. ხელახალი გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობამ გამორიცხა გრიგოლ ვარდოსანიძის მიერ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ხელახალი გამოძიების პროცესში საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას გრიგოლ ვარდოსანიძე არ მართავდა ავტომობილს და იგი შეჯახებისას იჯდა ავტომანქანის წინა მარჯვენა, მგზავრის სავარძელში. შესაბამისად მას არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

აღნიშნულიდან გამომდინარე პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ. შესაბამისად, პროკურატურა მიმართავს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გრიგოლ ვარდოსანიძის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით", - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
2

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

0

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

1

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

1

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"

5

"ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ექიმი აფეთქების შედეგად დაშავებულ 74 წლის ქალბატონზე

4

დავით ერემეიშვილი - ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი

2

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი