ქუთაისში ააიპ "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ დაარსების ერთი წლის იუბილე აღნიშნა.
კინო "საქართველოს" დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე ორგანიზაციის ერთწლიანი საქმიანობა შეაჯამეს, მოწვეულმა სპიკერებმა კი საქართველოს ევროპულ იდენტობასა და უკრაინის ომის ფონზე ალიანსის ტრანსფორმაციაზე ისაუბრეს.
შეხვედრის ფარგლებში სერტიფიკატები გადაეცათ სასწავლო კურსების („NATO 360“ და „ევროკავშირი და შენ!“) მონაწილეებს, დაჯილდოვდნენ ესეების კონკურსის („ნიკო ნიკოლაძე - ევროპული იდეებიდან საქართველომდე“) გამარჯვებულები, დასასრულს კი საზეიმო ტორტი გაიჭრა.












კომენტარი